
ახალი ამბები
საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში სააკაშვილის ვიზიტს მოამზადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე დღეს მიუნხენიდან, სადაც იგი უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, მოსკოვში გაემგზავრა.
მისი ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვის ვიზიტის მომზადებას, რომელიც 11 თებერვალს იგეგმება.
სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია მოსკოვში. ვიზიტის დროს დაგეგმილია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხის განხილვა.