
საქართველო მზადაა რუსეთთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ითანამშრომლოს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა რუსეთთან ითანამშრომლოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში.
მან თანაგრძნობა გამოუხატა მოსკოვის მოსახლეობას დღეს მოსკოვში მომხდარი ინციდენტის გამო, რის შედეგადაც 40-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასობით დაიჭრა, მას შემდეგ რაც კამიკაძემ მოსკოვის მეტროში თავი აიფეთქა.
„საქართველო მზად არის დახმარება გაიწიოს და ითანამშრომლოს რუსეთთან საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ მომხდარი ინციდენტის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 6 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველო არასოდეს გახდება ტერორისტთა თავშესაფარი.
„ნებისმიერი ბოევიკი, რომელიც აქ იმალება, უნდა დაკავდეს და გადაეცეს იმ ხელისუფლებას, რომლის მიერაც იგი იძებნება. ამჟამად ისინი აქ არ იმყოფებიან. საქართველო ტერორისტებისგან თავისუფალი ზონაა და ასეთიც დარჩება“, – დასძინა პრეზიდენტმა.