
ახალი ამბები
ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეა
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მინისტრთა კაბინეტის შემოღების მომხრეა და აცხადებს, რომ ქვეყენაში მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს.
“ჩვენ პრეზიდენტთან და სახელმწიფო მინისტრთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ვმართავთ. ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი პრეზიდენტი. რაც შეეხება უმოქმედო პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანო არასოდეს ყოფილა უმოქმედო და არც მართვის ახალი სისტემა ითვალისწინებს მის დასუსტებას” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 1 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართელოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სისტემატურ კონსულტაციებს მართავენ.