ახალი ამბები

გენერალური პროკურორი და უშიშროების მინისტრი მოსკოვში გაემგზავრნენ

გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი და უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ისინი ადამიანთა გატაცებებში ეჭვმიტანილი შოთა ჭიჭიაშვილის ექტრადიციის საკითხს განიხილავენ. 


შოთა ჭიჭიაშვილი მოსკოვში 24 ივლისს ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს.


გენერალური პროკურორის განცხადებით, ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილ და რუსეთში დამალულ სხვა პირთა საკითხიც იქნება განხილული.


სავარაუდოდ, ქართული მხარე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის საკითხსაც განიხილავს. მამალაძე ამჟამად მოსკოვში იმყოფება. 

Back to top button