ახალი ამბები

მერაბ ჟორდანიამ დანაშაული აღიარა და 742 ათასი ლარი გადაიხადა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის წაყენებული ბრალდება – გადასახადების დამალვა – აღიარა. მან 15 იანვარს ბიუჯეტში 742 ათასი ლარი გადაიხადა.


“ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ამხელა თანხა ბიუჯეტში იქნა დაბრუნებული. ეს ფაქტი ქვეყანაში კანონიერების აღდგენის დასაწყისი იქნება”, – განაცხადა 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ.


მინისტრის განმარტებით, მერაბ ჟორდანიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამათლის საქმე შეწყდება და იგი გათავისუფლდება. მერაბ ჟორდანია 12 დეკემბერს თბილისის აეროპორტში დააკავეს, როდესაც იგი საქართველოს დატოვებას და პარიზში გამგზავრებას აპირებდა. მას საოლქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

Back to top button