
ახალი ამბები
პუტინმა სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიხეილ სააკაშვილს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდებოდა, რაც კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დამყარებას შეუწყობდა ხელს.
რუსეთის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში მიიწვია.
ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 96% მიიღო, უკმაყოფილება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ პუტინმა მას არ მიულოცა.
„ყველამ მომილოცა პუტინის გარდა – ბლერმა, ბუშმა, ევროპის ყველა წამყვანმა ლიდერმა“, – განაცხადა სააკაშვილმა 10 იანვარს.