ახალი ამბები

ცსკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 96,27% მოიპოვა. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 25 იანვარს არის დაგეგმილი.


დანარჩენმა ხუთმა კანდიდატმა საერთო ჯამში 3%-ზე ნაკლები მოაგროვა. იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა 1,85% მიიღო, როინ ლიპარტელიანმა – 0,26%, ზაზა სიხარულიძემ – 0,24%, ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,21% და ზურაბ ქელეხსაშვილმა – 0,1%.


ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა ცსკო-ში ბადრი ნიაურმა არჩევნების  შემაჯამებელ ოქმს ხელი არ მოაწერა. მისი განცხადებით, ამომრჩეველთა სიები დარღვევებით იქნა შედგენილი.


ცსკო-ს მონაცემებით, რეგისტრირებული 2,2 მილიონი ამომრჩევლიდან, არჩევნებში დაახლოებით 1,9 მილიონმა მიიღო მონაწილეობა.  

Back to top button