
ახალი ამბები
პარლამენტმა ახალი გენერალური პროკურორი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა შიდა ქართლის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ოქრუაშვილი 14 იანვარს გენერალური პროკურორის პოსტზე დაამტკიცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ოქრუაშვილი შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის პოსტზე ნოემბრის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა.
მუშაობის დაწყების პირველი დღეებიდანვე ოქრუაშვილმა შიდა ქართლში მოღვაწე კრიმინალების წინააღმდეგ მკაცრი ღონისძიებები განახორციელა.