
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზებით აპირებს
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს.
“ჩვენთვის მთავარია ტერიტორიული მთლიანობის და კონტროლის აღდგენა. ამის გაკეთებას ჩვენ მშვიდობიანი მეთოდით ვაპირებთ. ჩვენ ძალის გამოყენება და ომი არ გვინდა”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, პარალელურად მიმდინარეობს სხვა ალტერნატიული გზების მოძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.