ახალი ამბები

ქართველი ბანკირი გაათავისუფლეს

ქართველმა სამართალდამცავებმა დღეს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თამაზ მაღლაკელიძე გაათავისუფლეს.


თამაზ მაღლაკელიძე თბილისში 5 დეკემბერს გაიტაცეს.  გასულ ღამეს სამართალდამცავებმა სამი პიროვნება დააკავეს, რომელთაც მაღლაკელიძის გატაცებაში ედებათ ბრალი.


შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების თანამშრომლები დანარჩენ დამნაშავეთა ძებნის ოპერაციის აგრძელებენ.

Back to top button