
ცსკო საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულთა სიას აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს 4 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების პარალალურად საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს. თბილისის მხოლოდ 5 რაიონში ჩატარდა მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტური.
მთაწმინდის რაიონში გამარჯვება ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრმა გიგი წერეთელმა მოიპოვა, საბურთალოზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ, სამგორში ბლოკი ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა, გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა.
თიანეთში გამარჯვება “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა ილია არჩემაშვილმა მოიპოვა, ახალციხეში – ნუგზარ პარუნაშვილმა, ხონში – “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი გოგოხიძემ, ლანჩხუთში – ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ, ფოთში – “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელმა რომან მელიამ, ქუთაისში – კი ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების დროს ამ რაიონებში სხვადასხვა სახის დარღვევების გამო არჩევნები ჩაიშალა და მეორე ტური დაინიშნა.