
ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს ირჩევს
საარჩევნო უბნები დღეს დილის 8 საათზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად გაიხსნა.
საარჩევნო უბნები ასევე გაიხსნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
პრეზიდენტობისთვის ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს. მათ შორის არიან მიხეილ სააკაშვილი, თემურ შაშიაშვილი, ზაზა სიხარულიძე, როინ ლიპარტელიანი და ქართლოს ღარიბაშვილი.
ეუთოს 450 დამკვირვებელი, ასევე ადგილობრივი და დსთ-ს დამკვირვებლები, განახორციელებენ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით.