skip to content
ახალი ამბები

მოქმედმა პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს შეხვდა, სადაც საგანგებო თათბირი გაიმართა.


“ჩვენ თათბირზე განვიხილეთ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის საკითხები, ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა სახის საფრთხის თავიდან აცილება. ასეთი შეხვედრა უფრო ადრეც უნდა გამართულიყო”, – განაცხადა თათბირის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.


თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის განცხადებით, თათბირზე კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაისახა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button