
ახალი ამბები
გენერალური პროკურორის მოადგილე თანამდებობიდან გადადგა
(თბილისი, 20 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბადრი ბიწაძე დღეს თანამდებობიდან გადადგა. მან თავისი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწილით ახსნა. “ხელისუფლება გენერალური პროკურატურისგან მოითხოვდა არ გამოეძია არჩევნებთან დაკავშირებული ის საქმეები, რომლებშიც სავარაუდოდ ხელისუფლების წარმომადგენელნი იყვნენ ჩართულნი”, – განაცხადა ბიწაძემ.
ბადრი ბიწაძე ოპოზიციის ლიდერის და პარლამენტის თავჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა.
ბიწაძემ 20 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლება მასზე ზეწოლას და შანტაჟს ახორციელებდა.