ახალი ამბები

სახელისუფლებო ბლოკი ცსკო-სგან არჩევნების შედეგების დროულ გამოცხადებას მოითხოვს

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების დროული გამოცხადება მოთხოვა.

“ცსკო-მ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოაცხადოს არჩევნების შედეგები, რათა შეიკრიბოს საკანონმდებლო ორგანო და აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში”, – განაცხადა სარიშვილი-ჭანტურიამ 15 ნოემბერს.

სახელისუფლებო ბლოკის სხვა წევრი ვახტანგ რჩეულიშვილიც მოითხოვს არჩევნების შედეგენის დროულ გამოცხადებას.

ოპოზიცია ხელისუფლებას 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

Back to top button