
ახალი ამბები
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ
(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ჰამბურგში საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
აქციის მინაწილეებმა არჩევნების შედეგების გაუქმება, ან წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
ინგლისში მცხოვრები ქართველების საპროტესტო აქცია 16 ნოემბერს ლონდონში საქართველოს საელჩოს წინ არის დაგეგმილი.