
ახალი ამბები
საპროტესტო აქციის მონაწილენი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
(თბილისი, 13 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 12 ნოემბერს პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
უკვე 4000-მდე ხელმოწერაა შეგროვილი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს 13 ნოემბერს განუცხადა, რომ ისინი ერთ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებენ და პრეზიდენტ შევარდნაძეს წარუდგენენ.