ახალი ამბები

შიმშილობის აქციას ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეუერთდა

(თბილისი, 11 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ოპოზიციურ ბლოკ “ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელი ვასილ მაღლაფერიძე დღეს ნაციონალური მოძრაობის ორი წევრის მიერ 10 ნოემბერს დაწყებულ შიმშილობის აქციას შეუერთდა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციის პარალელურად.

შიმშილობის მონაწილენი აცხადებენ, რომ არ ჭეწყვეტენ აქციას, ვიდრე მათი მოთხოვნები მთლიანად არ შესრულდება. ისინი პრეზიდენტ შევარდნაძისგან არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების აღიარებას მოითხოვენ.

მიუხედავად გადაუღებელი წვიმებისა, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

Back to top button