
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი: სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება
(თბილისი, 10 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ სიტუაცია ქვეყანაში “პრაქტიკულად კონტროლს აღარ ექვემდებარება”, რადგან საპროტესტო აქციის ათასობით მონაწილე პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას ითხოვს.
“მე ვფიქრობ, რაც ამჟამად ხდება, კარგი არ არის და სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. სიტუაცია ფაქტიურად უკონტროლოა”, – განუცხადა თევზაძემ ჟურნალისტებს.
კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ გაიზარდა, რაც 9 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებები ოპოზიციის ლიდერებსა და პრეზიდენტ შევარდნაძეს შორის უშედეგოდ დასრულდა.
ოპოზიცია ხელისუფლებას 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.