
ახალი ამბები
ქართველი დამკვირვებლები მოსკოვის საარჩევნო უბნებში არ შეუშვეს
(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა (სამართლიანი არჩევნები) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები დღეს მოსკოვში ქართველი ამომრჩევლებისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე არ შეუშვეს.
მოსკოვში 16 საარჩევნო უბანი გაიხსნა იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას სურს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების ხმები არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენოს.
საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართველებისთვის სულ 59 საარჩევო უბანი გაიხსნა.