ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხმის მიცემა ვერ შეძლო

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკშვილმა დღეს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო. “მე არ ვიყავი სიებში, ამიტომაც ვერ მივეცი ხმა”, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს თავის საარჩევნო უბანთან.

თუმცა, გაუგებარია სააკაშვილმა გადაამოწმა თუ არა თავისი გვარი ამომრჩეველთა სიაში. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილმა ეს განცხადება ისე გააკეთა, რომ არც შესულა საარჩევნო უბანში.

Back to top button