ახალი ამბები

ცსკო: ამომრჩეველთა აქტივობა შუადღისთვის 15% შეადგენს

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2 ნოემბრის შუადღისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მასშტაბით, სასულაოდ, 15% შეადგინა.

“მე ვიყავი თბილისის რამდენიმე უბანზე დღეს დილით და ვნახე როგორი რიგებიც დგას იქ”, – განაცხადა ნანა დევდარიანმა.

მისი თქმით, არჩევნები “ნორმალურ” პირობებში ტარდება, “თუმცა არსებობს რამდენიმე პროცედურული დარღვევა”.

“ბევრი ამომრჩევლის გვარი მაინც არ არის შეტანილი სიებში, თუმცა მე უკვე განვაცხადე დღეს, რომ საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეუძლიათ გადაამოწმონ სიები და ეს ამომრჩევლები იყვნენ პირველად სიებში, მათ შეუძლიათ ხელით დაამატონ მათი გვარები”, – აღნიშნა მან.

ამომრჩეველთა პირველადი სიები ორჯერ იქნა გადამოწმებული ცსკო-ს მიერ, რადგან ათასობით ამომრჩეველი არ იყო შეტანილი სიებში. საბოლოოდ გადაწყდა, არ გამოეყენებინათ პირველადი, ელექტრონული სიები და მხოლოდ ხელნაწერ სიებზე დაყრდნობით ჩაეტარებინათ არჩევნები. როგორც ირკვევა, ამომრჩეველთა ნაწილი, რომლებიც შეტანილი იყვნენ პირველად სიებში, ახალ სიებში აღარ არიან.

Back to top button