
ახალი ამბები
ბურჯანაძე აცხადებს, რომ მთავრობამ უკან დაიხია
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავჯდომარემ, ოპოზიციური ბლოკის “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ “მთავრობას უკან დახევა და თავისი სარჩელის სასამართლოდან გამოტანა მოუხდა”.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელმა დოდო შელიამ, რომელიც ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, ნინო ბურჯანაძეს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში დასდო ბრალი, კერძოდ კი, პარლამენტის ტავმჯდომარის ავტომანქანისა და სახელმწიფო დაცვის.
დოდო შელიამ თავისი სარჩელი სასამართლოდან გამოიტანა და განაცხადა, რომ ეს გააკეთა დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად საპარლამენტო არჩევნების წინ, რადგანაც “ბურჯანაძე-დემოკრატების” მხარდამჭერები მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ.