
ახალი ამბები
“ლეიბორისტული (შრომის) პარტია” სახელისუფლებო ბლოკს სასამართლოში უჩივის
(თბილისი, 1 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ლეობორისტული (შრომის) პარტიამ დღეს თბილისის საოლქო სასამართლოში სახელისუფლებო ბლოკ “ახალი საქართველოსთვის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.
ლეიბორისტები სახელისუფლებო ბლოკს წინასაარჩევნო კამპანია წარმართვის დროს სახელმწიფო რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა გელა გელენავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან მაგალითისთვის 31 ოქტომბერს “ლოკომოტივის” სტადიონზე გამართული კონცერტი მოიყვანა, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის მხარდასაჭერად გაიმართა და მასში ქართული ესტრადის წარმომადგენელები იღებდნენ მონაწილეობას.