ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა არჩევნების საკითხი განიხილეს

(თბილისი, 31 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს და სახელისუფლებო ბლოკის ლიდერს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა.

მხარეებმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადყოფნისა და წინასაარჩევნო პროცესების შესახებ იმსჯელეს.

აშშ-ის ელჩი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვს, რომ არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ ატმოსფეროში ჩაივლის.

“მე მქონდა შეხვედრები პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ჩვენ არჩევნები და არჩევნების დღეს შესაძლო მოვლენები განვიხილეთ. იმედი მაქვს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება”, – განაცხადა რიჩარდ მაილსმა ჯორბენაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

Back to top button