
პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდეს არჩევნების დროს დაიცვან წესრიგი, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და ნებისმიერი პრეტენზიის გამოხატვა ლეგალური და იურიდიული მეთოდების დაცვით მოახდინონ.
“არავის არ ვაშინებ, უბრალოდ ვაფრთხილებ, რომ არ შეეცადონ სიტუაციის დაძაბვას, ჩვენც ნურავინ ნუ გვაშინებს მოსალოდნელი დესტაბილიზაციით და ხალხის ქუჩაში გამოსვლით. მე არასდროს არ შემშინებია ჩემს ხალხთან შეხვედრა, თუდაც ქუჩაში. ბევრ მათგანს, რომლებიც ამით ცდილობენ ჩემს დაშინებას მაშინ, როცა ხალხს ქუჩაში ვხდებოდი, ფეხი ნორმალურადაც არ ჰქონდა ადგმული”, – განაცხადა თავის დღევანდელ რადიონიტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ.
მისი თქმით, არჩევნების დღეს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და არ დაუშვებს უკანონობას. პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და რეფერენდუმში.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ამ საკითხის მოგვარებას ცენტრალური საარჩევნო კომისია შეძლებს.
ედუარდ შევარდნაძის თქმით, მოსახლეობას სრული უფლება ექნება საკუთარი ნების გამოხატვისა და მათზე ზეწოლის ან დაშინების ფაქტებს ადგილი არ ექნება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსები აცხადებენ.