
ახალი ამბები
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ვადა კვლავ გადაიდო
(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ვადა 26 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრამდე გადადო.
ცსკო-მ უკვე ორჯერ გადადო დაზუსტების ბოლო ვადა სიებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვადის მესამედ გადაწევა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნით იყო განპირობებული.
ამომრჩეველთა სიებში დიდი უზუსტობაა, რადგანაც მხოლოდ თბილისში ათასობით ამომრჩეველი არ არის შეტანილი საარჩევნო სიებში.