ახალი ამბები

“რაო-ეესი” მზად არის საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემის” მეთაურმა ანატოლი ჩუბაისმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “ნოვოსტიში” დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ “რაო ეესი” საქართველოს საინვესტიციო კლიმატს შეისწავლის.

“საქართველოს, კერძოდ აფხაზეთს, ინვესტიციების მოზიდვისათვის სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ. ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად შევისწავლით. კომპანია ასევე გეგმავს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მენეჯმენტი განახორციელოს”, – აღნიშნა ჩუბაისმა.

საქართველოში არსებული ელექტროენერგიის ტარიფებზე საუბრისას ჩუბაისმა განაცხადა, რომ ტარიფები საქართველოში ისედაც საკმაოდ მაღალია და მათი მომატების საჭიროება არ არსებობს. უფრო მეტიც, შესაძლოა, ტარიფების შემცირებაც იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება გადასახადების ამოღება.    

“რაო ეეს”-მა თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის აქციების 75% ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ისგან აგვისტოს დასაწყისში შეიძინა.

Back to top button