ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ვატიკანთან ხელშეკრულების გაფორმებას აპროტესტებს

(თბილისი, 17 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ახმაურებს ორ სახელმწიფოს, ვატიკანსა და საქართველოს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებს და აცხადებს, რომ მასში მხოლოდ სახელმწოფოებს შორის თანამშრომლობის საკითხებია ასახული.

“ხელშეკრულება არანაირად არ ეხება ეკლესიას და მხოლოდ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ამსახველი იქნება”, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას” სამინისტროდან.

ვატიკანსა და საქართველოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას აპროტესტებს საქართველოს საპატრიარქო. “ჩვენთვის უცნობია ხელშეკრულების შინაარსი. ვთვლით, რომ ამის შესახებ ეკლესია ინფორმირებული უნდა იყოს”, – განაცხადა საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა გიორგი ცხოვრებაძემ.

ვატიკანის დელეგაცია თბილისში 18 სექტემბერს ჩამოდის, რომელსაც ოფიციალური შეხვედრები ექნება საქართველოს ხელისუფლებასთან. ვიზიტის დროს იგეგმება სახელმწოფოთაშორის ხელშეკრულების გაფორმება.

Back to top button