ახალი ამბები

ახალციხეში მომხდარ აფეთქებას შევარდნაძე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად მიიჩნევს

(თბილისი, 8 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ახალციხეში, სამხარეო გამგეობის შენობის წინ მომხდარ აფეთქებას თავხედურ ქმედებას უწოდებს და მას კრიმინალური ელემენტების მიერ განხორციელებულად მიიჩნევს.

“რაც არ უნდა იყოს ამ აფეთქების მოტივი, მაინც ეს ინციდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. მხარის გუბერნატორი გელა კვარაცხელია აქტიურად იბრძვის კონტრაბანდის წინააღმდეგ და სწორედ, შესაძლოა, ეს გამხარიყო ამ აფეთქების მიზეზი. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები ყველაფერს გაარკვევენ”, – თქვა თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა.

ახალციხეში რაიონული გამგეობის შენობის წინ აფეთქება 5 სექტემბერს საღამოს 21:30 საათზე მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი. თავად პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გელა კვარაცხელია ამ ფაქტს მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს.

Back to top button