
ახალი ამბები
ლორთქიფანიძე და პატარკაციშვილი სახელისუფლებო ბლოკთან ითანამშრომლებენ
(თბილისი, 6 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, “ქრისტიან დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ვაჟა ლორთქიფანიძე სახელისუფლებო ბლოკში ერთიანდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ ვაჟა ლორთქიფანიძემ 5 სექტემბერს განაცხადა. მან, შესაძლოა, სახელისუფლებო ბლოკის სიაში არჩევნების წინ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი დაიკავოს.
ასევე სახელისუფლებო ბლოკთან თანამშრომლობს ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და არჩევნების წინ ფინანსურ დახმარებას გაუწევს ბლოკს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 5 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტთან ერთი საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა შემდგარ შეხვედრზე მიიღეს.