
ახალი ამბები
პრეზიდენტის მხარდამჭერებმა უშედეგოდ სცადეს სააკაშვილი ზუდგიდში არ შეეშვათ
(თბილისი, 18 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – 17 აგვისტოს “ნაციონალური მოძრაობამ” ზუგდიდში მიტინგის გამართვა მხოლოდ “მოქალაქეთა კავშირისა” და მოძრაობა “დიდი აბრეშუმის გზის” წევრებთან ხელჩართული ჩხუბის შემდეგ შეძლეს.
პრეზიდენტის მხარდამჭერები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ზუგდიდის შესასვლელთან დახვდნენ და გზა გადაუკეტეს, რასაც შეტაკება მოჰყვა.