ახალი ამბები

პირველი კვარტლის ბიუჯეტი შესრულდა, – აცხადებს პრეზიდენტი

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის ბიუჯეტის გეგმა შესრულდა. მისი განცხადებით, არსებული მონაცემებით, სავალუტო ფონდის მიერ წარმოდგენლი გეგმა 272 მლნ ლარი გადაჭარბებით შესრულდა და შესრულებამ 273 მლნ ლარი შეადგინა. მისი ინფორმაციით, ასევე  პირველი კვარტლის გეგმის შესრულება აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 41 მლნ 300 ათასი ლარით.

ამისთვის პრეზიდენტი მადლობას უცხადებს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის შესრულება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა შესაძლებელი გახდა მათი დაძლევა და გეგმის შესრულება.

Back to top button