
თბილისში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული
(თბილისი, 16 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირზე 15 აპრილს საღამოს მიიღეს.
არსებული ინფორმაციით, დღეს თბილისში ზოგიერთი პოლიტიკური ძალები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, რომელთა შორის არიან იგორ გიორგაძის მომხრეებიც. მათ საპროტესტო აქცია რამდენიმე კვირის წინაც გამართეს სახელმწიფო კანცელარიის წინ იგორ გიორგაძის თბილისში ჩამოყვანის მოთხოვნით.
სამართალდამცავები უარყოფენ, რომ მიღებულია საგანგებო ზომები, თუმცა დღეს თბილისის ყველა რაიონში გაძლიერებულია დაცვა და მობილიზებულია პოლიცია.
ამ თემას დღეს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის დეპუტატებიც შეეხნენ და მოითხოვეს დეტალური ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებისგან.