
თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. დღეს საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანია “იტერამ” “თბილგაზზს” მოწოდებული აირის საფასურის გადაუხდელობის გამო ბუნებრივი აირის რაოდენობის მოწოდება შეუმცირა.
ამჟამად თბილისს 300 ათასი კუბამეტრით ნაკლები გაზი მოიწოდება. იმ შემთხვევაში თუ “თბილგაზი” დროულად არ გადაიხდის ამ თანხას, შესაძლოა გაზის მოწოდება თბილისს საერთოდ შეუწყდეს.
ამას გამორიცხავს “თბილგაზის” ხელმძღვანელობა, რომლის განცხადებით, თანხები მობილიზებულია, თუმცა იმის გამო, რომ “თბილგაზის” ანგარიშსს ყადაღა ადევს, ვერ ხერხდება თანხის გადარიცხვა.
“თბილგაზის” გენერალური დირექტორის ვახტანგ ცაავას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს თანხის გადარიცხვა.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ “თბილგაზის” ხელმძღვანელობა თბილისში გაზის წნევის დაცემას აციებით ხსნიდა და დავალიანებას გამორიცხავდა.