ახალი ამბები

მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ უბინაოდაა

(თბილისი, 25 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში გასული წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დიდი ნაწილი კვალავ უბინაოდაა დარჩენილი.

მიწისძვრის შედაგად ათასობით ოჯახი დაზარალდა. არსებული მონაცემებით, დაზიანების მეორე და მესამე კატეგორიად შეფასდა 5 ათასი სახლი. 1 კატეგორიას კი 2000-მდე შენობა განეკუთვნება, სადაც ცხოვრება შეუძლებელია.

თბილისის მერიის სპეციალურმა სამსახურებმა 300-მდე საცხოვრებელი ბინა შეიძენეს უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის. 400-მდე ოჯახი გადაყვენილია დროებით თავშესაფარში, რომლებიც უმოკლეს დროში ბინებით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. უსახსრობის გამო კი დღემდე ვერ მოხერხდა მათთვის ბინების შესყიდვა.

თბილისის მთავარი არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ნელი ტემპით მიმდინარეობს დაზიანებული ბინების და შენობების აღდგენითი სამუშაოები.

მიწისძვრით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ცენტრალურ ბიუჯეტში 4,5 მლნ ლარია გათვალისწინებული, ადგილობრივ ბიუჯენტში კი – 10 მლნ.

“ძირითადად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება აღდგენითი სამუშაოების დაფინანსება, დღემდე არ გადმორიცხულა თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან, რაც აფერხებს ჩვენს მუშაობას, ის რაც გაკეთდა ზღვაში წვეთია”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ირაკლი როსტომაშვილმა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებიდან დახმარებას, გარკვეული სახის დახმარება ჩამოვიდა ჩინეთიდან და უკრაინიდან.

Back to top button