
“ემნესტი ინტერნეშენელ” ბაქო-თბილისი-ჟეიჰანის მილსადენის შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის
(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია “ემნესტი ინტერნეშენელმა” დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდა, რომ არ დააკმაყოფილოს კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმის” თხოვნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტისათვის საექსპორტო კრედიტის გარანტიების გაცემის თაობაზე.
როგორც გაზეთი “გარდიანი” აღნიშნავს, “ამნესტი ინტერნეშენელს” მიაჩნია, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის” ხელმძღვანელობითა და აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა უფლებებს და უბიძგებს თურქეთის მხარეს არ დაიცვას ევროპული კონვენციები.
საკითხის ცენტრშია “მასპინძელი მთავრობის შეთანხმება”, რომელიც შედგა “ბრითიშ პეტროლიუმსა” და თურქეთის მთავრობას შორის.
“თურქეთის მხარესა და “ბრითიშ პეტროლეუმს” შორის დადებული “მასპინძელი მთავრობის შეთანხმება” ქმნის შემაშფოთებელ პოლიტიკურ და იურიდიულ პრეცედენტებს”, – განაცხადა ორგანიზაციის იურიდიულმა მრჩეველმა, პროფესორმა შელდონ ლიდერმა.
“ემნესტი ინტერნეშენელი” თხოვს დიდი ბრიტანეთის მთავრობას არ გამოყოს საჯარო ფონდები დახმარების, კრედიტის თუ საექსპორტო კრედიტის გარანტიის სახით, თუ არ იქნება შეცვლილი “მასპინძელი მთავრობის შეთანხმება”.
23 დაგეგმილია მილსადენის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დაწყება.