
ახალი ამბები
ნაციონალების პოლიტიკური მდივანი ვანში არ შეუშვეს
(თბილისი, 4 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი, პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი თავის მომხრეებთან ერთად დღეს ვანში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა რაიონულ ცენტრში არ შეუშვა.
ამ ინციდენტში კობა დავითაშვილი რაიონის გამგებელსა და ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველაფერი ეს ხელოვნურად არის მოწყობილი.
ნაციონალური მოძრაობა ვანში ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეხვედროდა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან “სივილ ჯორჯიას” აცნობეს, ბოლო ინფორმაციით, კობა დავითაშვილმა დიდი მცდელობის შემდეგ მაინც შეაღწია ვანში.