ახალი ამბები

რუსეთი თანახმაა ეუთო-მ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მონიტორინგი ჩაატაროს

(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოში ვიზიტით მყოფი რუსეთის საპარლამენტო დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ეუთო-ს აფხაზეთში განლაგებული გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მონიტორინგის ჩატარება თხოვოს.

საქართველო რუსეთისგან გუდაუთის სამხედრო ბაზის გაუქმებას მოითხოვს. შეთანხმება ამის თაობაზე 1999 წლის ეუთო-ს სტამბულის სამიტზე იქნა მიღწეული. რუსეთის მხარე აცხადებს, რომ მან უკვე გაიყვანა მძიმე ტექნიკა და ამჟამად ბაზაზე რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან.

რუს პარლამენტარებთან მოლაპარაკებისას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ აფხაზეთის კონფლიქტის საკითხიც განიხილა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაცია თბილიში 21 ივლისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდებიან. 21 ივლისს შევარდნაძემ კატეგორიულად მოთხოვა რუსეთს შეწყვიტოს არასანქცირებული კავშირები აფხაზურ მხარესთან.

Back to top button