
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან
(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან Dდღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მორიგი კონსულტაციები გამართეს.
შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დეტალებზე არ საუბრობდნენ. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის გიგი წერეთელის განცხადებით, მეტი კონსულტაცია საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით აღარ გაიმართება და მისი განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 21 ივლისს მოხდება.
დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სხდომაზე მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების იმ პროექტის განხილვა, რომელსაც 7-მა ოპოზიციურმა პარტიამ შეიმუშავა და რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციებში იმ პარტიების წარმომადგენლების შეყვანას ითვალისწინებს, რომლებმაც წინა არჩევნების დროს 4% ბარიერი გადალახეს.
ისეთ შემთხვევაში, თუ მოხდება რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ერთ ბლოკად ჩამოყალიბება, საარჩევნი ადმინისტრაციაში მათ მხოლოდ ერთი ხმის უფლება ექნებათ.
დღევანდელ კონსულტაციებს არ ესწრებოდნენ “აღორძინების” და “მრეწველების” წარმომადგენლები, რომლებიც საარჩევნო კომისიაში 2 და 4 წევრის შეყვანას ითხოვენ.
20 ივლისს ასევე დაგეგმილია ნინო ბურჯანაძესთან სახელისუფლებო ფრაქციის წარმომადგენლების შეხვედრა, რის შემდეგაც მოხდება პროექტის განხილვა.