
ახალი ამბები
ნაციონალები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გამოკვეთის წინააღმდეგნი არიან
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგ გამოდის.
“მართალია პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ყველასათვის ცნობილი პიროვნებაა, მაგრამ არ ვაპირებთ მისი კანდიდატურის წამოყენებას გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობაზე”, – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა კოტე კემულარიამ.
იგი ასევე მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არც მათ წამოაყნენო კანდიდატურები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობაზე.