
ახალი ამბები
მალხაზ კაკაბაძე მოსკოვში მოლაპარაკებებს მართავს
(თბილისი, 16 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს დელეგაცია საგანგებო საქმეთა მინისტრის მალხაზ კაკაბაძის ხელმძღვანელობით მოსკოვში იმყოფება, სადაც რუს კოლეგებთან ერთად აფხაზეთის საკითხს, მათ შორის სოჭში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის საკითხებს განიხილავენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელები.