
მინიმალური ხელფასების მიმართ ვეტოს გამოყენებას შევარდნაძემ იძულებითი ნაბიჯი უწოდა
(თბილისი, 24 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 24 მარტის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასების 115 ლარამდე გაზრდის კანონპროექტის მიმართ ვეტოს გამოყენება მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა, მისი თქმით, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და ეს საკითხი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა გადაეწყვიტილიყო.
“კანონპროექტი პარლამენტს დაუბრუნდა ერთადერთი შენიშვნით, რომ ამ ეტაპზე ასეთი სწრაფი ზრდა ბიუჯეტის დანგრევას გამოიწვევდა და მისი განხორციელება მხოლოდ რამდენიმე წლით გადავადდა, სამაგიეროდ, პარლამენტს წარედგინა ალტერნეტიული პროგრამა ჩემი მხრიდან, რომელიც ხელფასების ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს”, – აცხადებს შევარდნაძე.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
პრეზიდენტმა მინიმალური ხელფასების გაზრდის კანონპროექტს ვეტო დაადო
“გაერთიანებულმა დემოკრატებმა” შევარდნაძე დილემის წინაშე დააყენეს