
ახალი გაერთიანება ვეტერანების ინტერესებს დაიცავს
(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ახალი გაერთიანება “ქართული ლიგის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელსაც 8 ათას დელეგატთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე და სხვასხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის დამფუძნებელი პარლამენტის წევრი გიორგი ყარყარაშვილია. ახალი ორგანიზაციის დაფუძნების მთავარი მიზეზი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანების გაერთიანება და მათ წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაა. ასევე ორგანიზაცია შეეცდება დახმარება გაუწიოს ომში დაღუპულ და დაკარგულ მეომართა ოჯახებს.
დღევანდელ ყრილობაზე საკუთარი პოზიცია გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმაც. იგი მიესალმა გაერთიანების ჩამოყალიბებას და განაცხადა, რომ ომის ვეტერანები დიდ ყურადღებას საჭიროებენ.