
“თბილავიამშენის” ტენდერში მონაწილეთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა
(თბილისი, 18 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სს “თბილავიამშენზე” გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეთა განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა. ამ ეტაპზე განაცხადი მხოლოდ საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ არის წარდგენილი.
ქონების მართვის სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტენდერში მონაწილეთა პირობების განხილვას დღეს დაიწყებს და მისი დეტალურად შესწავლის გამოიტანს საბოლოო დასკვნას.
“თბილავიამშენი”, სატენდერო პირობების მიხედვით, 10 წლის მართვის უფლებით უნდა გადაეცეს ახალ მეპატრონეს. კომპანიას ევალება საწარმოოს ძირითადი პროფოლის შენარჩუნება, წარმოების მოცულობის გაზრდა არანაკლებ 40%-ით, აქედან პირველი 5 წლის განმავლობაში 50%-ით. სატენდერო პირობები 13 პუნქტისგან შედგება და მისი გახორციელება საწარმოოს შემდგომ გავითარებას ითვალისწინებს.
საწარმო ერთადერთია, სადაც მიმდინარეობს “სუ-25” ტიპის თვითმფრინავების სარემონტო სამუშაოები, ასევე მოდერნიზაცია და სერვისული მომსახურეობა. ამჟამად საწარმოს საწესდებო კაპიტალი 55630555 ლარს შეადგენს. საწარმოს აქციათა პაკეტის 100%-ს მფლობელი სახელმწიფოა.