
ახალი ამბები
აფხაზეთში გემების მიმოსვლის კანონიერების საკითხზე უშიშროების საბჭო იზრუნებს
(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმსა და ოჩამჩირის პორტებში გემების უკანონო მიმოსვლის საკითხს უახლოეს პერიოდში საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
“მართალია ქართული მხარე აკონტროილებს გამების მიმოსვლას, მაგრამ ამას სისტემატური ხასიათი არ აქვს და ბევრი დარღვევაც არსებობს. სწორედ ამის გამოსასწორემლად ხელისუფლება კიდევ ერთხელ აპირებს მსჯელობას და კონკრეტული მექანიზმის შემუშავებს”, – აცნობეს “სივილ ჯორჯიას” სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ოჩამჩირისა და სოხუმის პორტებში თურქეთიდან გემების მიმოსვლის შესახებ საუბარი აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას თურქეთის მთავრობასთანაც ჰქონდა, თუმცა თურქული მხარის განმარტებით, ამ რეისებს კერძო გემები ახორციელებენ და არა სახელმწიფო.