ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

(თბილისი, 5 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე მომავალ საპარლამენტო არჩევმებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ მან რადიო “იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იგი არც ერთ პარტიაში გაერთიანებას არ აპირებს და დამოუკიდებლად იყრის კენჭს არჩევნებში, სავარაუდოდ, ისინის რაიონში.

რაც შეეხება ცალკე პარტიის შექმნას, იგი არ გამორიცხავს პარლამენტის წევრ გიორგი ყარყარაშვილთან ერთან ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, თუმცა, ამის შესახებ ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა და მხოლოდ იდეის დონეზეა.

Back to top button