ახალი ამბები

შევარდნაძე ალიევის აშშ-ში ვიზიტის შედეგებს მიესალმება

(თბილისი, 3 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე წარმატებულს უწოდებს ვაშინგტონში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის მის ამერიკელ კოლეგა ჯორჯ ბუშთან შეხვედრას. შევარდნაძის განცხადებით, შეხვედრის დროს გამოიკვეთა ზუსტი მიმართულება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციედეს “შაჰ-დენიზისა” და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტები.
 
“ამით საქართველო დიდ მოგებას ნახავს. რეალური გათვლები უკვე არსებობს. მარტო გაზსადენის პროექტის ამოქმედებით ქვეყანას რეალური შანსი ეძლევა მოხდეს მთლიანი გაზიფიკაცია, ასევე დასაქმდება მოსახლეობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოდან მივლინებული იყო ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი გია ჭანტურია, რომელსაც წარმატებული შეხვედრები ჰქონდა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან აშშ-ში.

Back to top button