
ახალი ამბები
ოპოზიციური პარტიების წარმომადგელენთა შეხვედრა საარჩევნო სისტემის რეფორმას მიეძღვნა
(თბილისი, 1 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაერთიანება “ეროვნული თანხმობის” ინიციატივით მოწყობილ შეხევდრას, რომლზეც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელეს,Dდღეს მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის “ახალი მემარჯვენეების”, “ტრადიციონალისტების”, “დემოკრატიული აღორძინების კავშირის” და “ლეიბორისტული (შრომის) პარტიის”.
შეხვედრის ძირითადი თემა საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გზების ძიება იყო. ოპოზიციური პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლას და ახალი კომისიის შექმნას მოითხოვენ იმ პარტიების წარმომადგენელთაგან, რომლებსაც არჩევნებში 7%^-იანი ბარიერი აქვთ გადალახული.
ოპოზიციური პარტიები საარჩენო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს მომავალშიც გეგმავენ.