skip to content
ახალი ამბები

ჯაბა იოსელიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

(თბილისი, 27 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, “მხედრიონის” ლიდერი ჯაბა იოსელიანი 26 თებერვალს ინსულტის დიაგნოზითYსავადმყოფოში მოათავსეს.

ჯაბა იოსელიანი 1995 წლამდე ერთ-ერთ გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის, იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვის ბრალდებებით. 2001 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯაბა იოსელიანი შეიწყალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button